მალტამ და იტალიამ 224 მიგრანტის მიღებაზე უარი განაცხადა

ხმელთაშუა ზღვაში გერმანული საქველმოქმედო ორგანიზაცია Mission Lifeline-ის სამაშველო გემმა გადაარჩინა 224 მიგრანტი, რომლებიც ევროპაში მოხვედრას ცდილობდნენ, თუმცა, მალტამ და იტალიამ მათ მიღებაზე უარი განაცხადა.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო სალვინიმ არასახელმწიფო სამაშველო ორგანიზაციები გააკრიტიკა. მისი განცხადებით, საქველმოქმედო ორგანიზაციები არ უჯერებენ იტალიისა და ლიბიის ხელისუფლებას და სხვის საქმეში ერევიან.

თავის მხრივ, მალტას მთავრობაში განაცხადეს, რომ სამაშველო ოპერაციის კოორდინირება იტალიასა და ლიბიაში მიმდინარეობდა, ამიტომ მალტა პასუხისმგებელი მხარე ვერ გახდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა