პრემიერისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დღეს, 19:00 საათზე დაიწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარტიის ოფისში დღეს, 19:00 საათზე, კიდევ ერთხელშეიკრიბებიან და სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციებს გამართავენ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გუშინ, პრემიერ-მინისტრისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი სავარაუდოდ 11 სამინისტროზე შეჯერდნენ, თუმცა სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები სავარაუდოდ დღეს დასრულდება.

"შაბათს იქნება მთლიან უმრავლესობასთან შეხვედრა და ამის შემდეგ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი, ხოლო როცა სამინისტროების რესტრუქტურიზაცია დასრულდება, დაიწყება საუბარი პერსონებზე. ძალიან ბევრი იდეა გახმოვანდა ამ შეხვედრებისას და არც ერთი ფუნქციური დამატება არ განიხილება. საუბარია დარგის მენეჯერებზე, ხელმძღვანელებზე, რომლის მოვალეობასაც ახლა ასრულებენ მოადგილეები", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატი განმარტავს, რომ სახელმწიფო მდივანი არაფერ შუაშია და თითოეულ დარგს უხელმძღვანელებს კონკრეტული ადამიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა