„რედისონში“ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს

სასტუმრო „რედისონში“ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, დეპუტატები, საბჭოს წევრები და სასამართლო სისტემის წარმომადგენლები ესწრებიან.

შეხვედრა ირაკლი კობახიძემ გახსნა. ღონისძიებაზე სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღის ფარგლებში ერთ-ერთ ინიციატივაზე მსჯელობენ, რომელიც მოსამართლეების დისციპლინურ პასუხისმგებლობას ეხება. როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა განმარტა, კანონში დაკონკრეტებული უნდა იყოს დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები.

"სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეკრებილია პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს და საერთო სასამართლოების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, აგრძელებს მუშაობას სასამართლო რეფორმის საკითხზე. კერძოდ, დღეს ვიმუშავებთ დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონის სრულყოფაზე და დახვეწაზე. ამ მიმართულებით დასკვნით ეტაპზე არის საკანონმდებლო წინადადებები, რომელიც სამუშაო ჯგუფში იყო წარმოდგენილი. ამ საკითხზე მუშაობის დაწყებისთანავე იუსტიციის საბჭოს და საერთო სასამართლოებს ჰქონდათ კონკრეტული ინიციატივები დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ, რომელიც ჩვენ დავაფიქსირეთ და წარმოდგენილი გვაქვს. ეს არის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების უფრო დაკონკრეტება, დახვეწა, რათა უფრო ნათელი იყოს როგორც მოსამართლისთვის, ასევე საქმის მწარმოებელი ორგანოსთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და ასევე დაიხვეწება ის პროცედურები, რომლის შესაბამისადაც მიმდინარეობს დისციპლინური საქმის წარმოება", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს