გიორგი ჩიქოვანი ენერგეტიკული გაერთიანების მდგრადი განვითარების ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკული გაერთიანების მდგრადი განვითარების ფორუმში, რომელიც 22 ივნისს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, თავის მოხსენებაში გიორგი ჩიქოვანმა საქართველოს ენერგეტიკის გრძლევადიან გეგმაზე ისაუბრა, რომლის დროსაც აქცენტი გაკეთდა განახლებადი ენერგიის მიმართულების განვითარების მხარდაჭერაზე 2020 წლამდე პერიოდში და ამ კუთხით, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე. თავის გამოსვლაში მინისტრის მოადგილე ასევე შეეხო ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე რეფორმებს, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს. ის ასევე შეეხო კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრის განვითარებას, საქართველოს ენერგოსისტემის რეგიონალურ ინტეგრაციას, ენერგოეფექტურობას და განახლებადი ენერგიების განვითარების მნიშვნელობას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გარდა, ფორუმზე ასევე მოხსენებები გააკეთეს ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისიის დირექტორმა მეგან რიჩარდსმა, განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა ელიზაბეტ პრესმა, ასევე ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის ეკონომიკის მინისტრმა კრეშნიკ ბეკტეშმა და უკრაინის ევროინტეგრაციის, ეკოლოგიის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე მუკოლა კუზიოსმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს