სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობის მარეგულირებელ ნორმებზე მსჯელობენ

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მიმართულებით, სასამართლო სისტემაში დაგეგმილ რეფორმაზე მსჯელობენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სასურველია, დღეს გამართულ შეხვედრაზე მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებთან დაკავშირებით, დისკუსია ამოიწუროს. მისივე თქმით, მომზადებულ კანონპროექტში ასახულია წინა შეხვედრებზე გამოთქმული რეკომენდაციები.

„ჩვენ გვქონდა საინტერესო დისკუსიები შესაბამის კანონპროექტზე და დღეს, იმედი მაქვს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, დისკუსიებს დავასრულებთ. განსახილველი გვაქვს კიდევ სხვა თემები: სკოლის თემა, საბჭოს თემა. უნდა გადავიდეთ ამ თემების განხილვაზე, აქედან გამომდინარე, სასურველია, რომ დღეს ამოვწუროთ დისკუსია დისციპლინურ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ დაგიგზავნეთ კანონპროექტი, რომელიც გადამუშავდა წინა შეხვედრაზე გამოთქმული რეკომენდაციების შესაბამისად. ამ კანონპროექტში არის ასახული ის საკითხები, რომლებზეც მეტ-ნაკლებად შეჯერდა პოზიციები წინა შეხვედრაზე”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ასევე, არის წარმოდგენილი ცვლილებები, რომლებიც, უშუალოდ პროცესსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტს შეეხება. “ჩვენმა თანამშრომლებმა გაიარეს ეს საკითხები და ასახეს კანონპროექტში ის ცვლილებები, რომელთა ასახვა, ჩვენი აზრით, შედარებით უმტკივნეულოდ შეიძლებოდა, სადაც ნაკლები, ასე ვთქვათ, აზრთა სხვადასხვაობა იყო მოსალოდნელი. თუმცა, არის, რა თქმა უნდა, სხვა რეკომენდაციები, რომელთა განხილვა ჩვენ დღეს დაგვჭირდება”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა