არჩილ თალაკვაძე – გარბენი ,,თბილისი” ჯანსაღი ცხოვრების წესის, სოლიდარობის და ყველა თაობის ჩართულობისთვის მნიშვნელოვანია

„გარბენი ,,თბილისი” ჯანსაღი ცხოვრების წესის, სოლიდარობის და ყველა თაობის ჩართულობისთვის მნიშვნელოვანია. 24 ივნისს, დილით, 09:00 საათზე,ვაკის პარკთან კახა კალაძის ინიციატივას შევუერთდებით“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, დღეში თუნდაც 5-10 წუთი სირბილი 30%-ით ამცირებს ყველა დაავადების, 45%-ით კი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკებს.

„დედაქალაქის მერის ხედვა, რომ თბილისში მეტი სივრცე იყოს ფეხით მოსიარულეთათვის, მეტი ინფრასტრუქტურა იყოს სირბილის და ველოსიპედებისთვის, ემსახურება ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობას და ქალაქში ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესებას. არაერთხელ გვისაუბრია და კახა კალაძეს ძალიან საინტერესო ინიციატივები აქვს დედაქალაქის ყველა უბანში სიცოცხლის და ახალი ენერგიის შემოსატანად, რომელთა განხორციელება უკვე დაწყებულია“, – განაცხადა თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა