„საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინეთის ვაჭრობის ხელშემწყობ საბჭოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში საქართველოში ვიზიტით მყოფი გუანტუნის პროვინციის დედაქალაქ გუანჭოუს ოფიციალური დელეგაცია მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს, დელეგაციის

ხელმძღვანელობდა ჩინეთის ვაჭრობის ხელშემწყობი საბჭოს პრეზიდენტის ვან სუტუნი.

ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინეთის ვაჭრობის ხელშემწობ საბჭოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, ლოგისტიკის, საჰაერო და საზღვაო გადაზიდვების, ექსპორტ-იმპორტის, სამკურნალო ტურიზმისა და საგანმანათლებლო სექტორებში ურთიერთანამშრომლობის განვითარების საკითხებს მოიცავს.

„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა ქართული ნატურალური პროდუქციის, მათ შორის ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ჩინეთის ბაზარზე იმპორტისა და რეალიზაციის საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. ჩინურმა მხარემ გუანჭოუში ქართული პროდიქციის პოპულარიზაციის მიზნით მასშტაბური გამოფენის მოწყობის შესახებ ინიციატივა გამოთქვა და ჩინურ ენაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად ქართველი სტუდენტები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სასწავლებლად მიიწვია.

გუანჭოუს დელეგაციის წევრებმა საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობისა და საუკუნის პროექტ „ერთი გზა-ერთი სარტყელის“ ფარგლებში „საპარტნიორო ფონდთან“ აქტიური თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს და სამომავლო ამოცანები დასახეს.

ჩინურმა მხარემ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე 26 ოქტომბერს გუანჭოუში დაგეგმილ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ მიიწვია. ფორუმში 100-ზე მეტი ქვეყანის დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. გუანჭოუ 2014 წლიდან თბილისთან დამეგობრებული ქალაქია. ის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთერთ ყველაზე განვითარებულ სავაჭრო-ინდუსტრიულ ქალაქად ითვლება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა