რიმა ბერაძის ინიციატივით, ჩუღურეთში ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩატარდა

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით, რაიონის მოსახლეობისთვის უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევების აქცია გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, კვლევები მერაბ დვალის თვალის კლინიკა „ახალ მზერასთან“ თანამშრომლობით, რაიონში მცხოვრები სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა.

ოფთალმოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებს კვალიფიციური კონსულტაცია და გამოკვლევები კლინიკის პროფესიონალმა ექიმებმა ჩაუტარეს. აქციაში 80-ზე მეტმა ჩუღურეთელმა მიიღო მონაწილეობა.

„მოქალაქეები ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარების თხოვნით, წარმომადგენლობაში ხშირად მომმართავენ. ამიტომ, უკვე დიდი ხანია სხვადასხვა პროფილის კლინიკებთან თანამშრომლობით, დავიწყეთ მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება. სულ მალე, ამ აქციამ კამპანიური ხასიათი მიიღო. ამგვარი აქციებით მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მნიშვნელოვან საქმედ მიმაჩნია, ვინაიდან დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა ჯანმრთელობის შენარჩუნების საწინდარია,“ - განაცხადა რიმა ბერაძემ.

გამოკვლევებს კლინიკის მთავარი ექიმი ნინო შარაზადიშვილი ესწრებოდა. პაციენტების სიმრავლიდან გამომდინარე, კლინიკის ხელმძღვანელობა და რიმა ბერაძე სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

საკრებულოს განცხადებით, ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ, ოფთალმოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებს „ახალი მზერა“ კვირაში ერთხელ უფასოდ მიიღებს და კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო