კახა კალაძე კომპანია „სვეტის“ მენაშენეებთან შეხვედრისთვის მზად არის

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დეველოპერული კომპანია „სვეტის“ მენაშენეებთან შეხვედრისთვის მზად არის. აღნიშნულის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები თაღლითურად მოქმედებდნენ.

თბილისის მერის ინფორმაციით, იკვეთება ფინანსური დარღვევებიც.

„მე მათთან შეხვედრის პრობლემას ვერ ვხედავ. ნებისმიერ დროს შეიძლება. ჩვენ ამ კომპანიას შევუჩერეთ ყველანაირი სამუშაოები. შემიძლია ვთქვა, რომ ამ კომპანიის წარმომადგენლები თაღლითურად მოქმედებდნენ. მათი მშენებლობების უმრავლესობა უნებართვო იყო. იყო პრობლემური მშენებლობები და ფინანსური პრობლემები“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება დაზარალებულებთან შეხვედრას, თბილისის მერის თქმით, მისი ორგანიზება მომავალ კვირას შეიძლება.

თბილისის მერიამ დეველოპერული კომპანია „სვეტის“ კომპლექსის მშენებლობა მიმდინარე წლის თებერვალში შეაჩერა. როგორც მერიაში აცხადებდნენ, მირცხულავას ქუჩაზე კორპუსების მშენებლობა შესაბამისი ნებართვის არარსებობის გამო შეჩერდა; ჭყონდიდელის ქუჩაზე კი, მშენებლობის შეჩერების მიზეზი პროექტთან შეუსაბამობა იყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა