6 თვის ტყუპებზე მოძალადე ძიძა - ვაღიარებ, რომ არასწორად მოვიქეცი

ვაღიარებ, რომ ცუდად მოვიქეცი. არ უნდა გამეკეთებინა ნამდვილად, – ამის შესახებ 47 წლის ძიძამ, რომელიც 6 თვის ტყუპებს სისტემატურად სცემდა, სასამართლო პროცესზე განაცხადა.

საქალაქო სასამართლოში დღეს ძიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელეს და მას წინასწარი პატიმრობა განუსაზღვრეს.

„ვაღიარებ, რომ ცუდად მოვიქეცი. არ უნდა გამეკეთებინა ნამდვილად. მაგრამ ეს იყო პირველი შემთხვევა და თუ გაითვალისწინებთ, არსად არ ვაპირებ მიმალვას. მაშინვე ვუთხარი, რომ არსად არ გავრბივარ. ვაღიარებ, რომ არასწორად მოვიქეცი“, – განაცხადა 6 თვის ტყუპებზე მოძალადე ძიძამ.

მოსამართლემ 47 წლის ქალს აღმკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო პროცესს ტყუპების მშობლები და ბრალდებულის ოჯახისწევრები არ დასწრებიან. მოძალადე ძიძას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ი. ტ. მცირეწლოვნებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, რომელიც ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, 2017 წელს დაბადებულ ტყუპ და-ძმას, სისტემატურად სცემდა. ბინაში ოჯახის წევრების მიერ ფარულად დამონტაჟებულმა ვიდეოსათვალთვალო კამერამ ბავშვებზე მისი ძალადობრივი ქმედება დააფიქსირა, რის შესახებაც მცირეწლოვნების დედამ პოლიციას შეატყობინა.

ძიძას, რომელიც 6 თვის ტყუპებს სისტემატურად სცემდა, პატიმრობა შეეფარდა - მას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა