დედაქალაქის მერმა ლორთქიფანიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

სამგორის რაიონში, გრიგოლ ლორთქიფანიძის (ყოფილი კაიროს) ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც „ინტერრპესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, საგზაო სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.

დედაქალაქის მერი ადგილობრივ მოსახლეობას ლორთქიფანიძის ქუჩაზე სკვერის მოწყობას დაპირდა.

„მოსახლეობასთან იმ პრობლემებზე ვისაუბრეთ, რომელიც აწუხებთ. მათ დავპირდი, რომ ტერიტორიაზე მათთვის და ბავშვებისთვის სკვერი მოეწყობა. გამწვანებული სივრცე და სასიამოვნო გარემო ექნებათ, სადაც დაისვენებენ. ასევე, მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არის საწარმოები, რომელიც ღამის საათებში მუშაობს. ამასაც დავარეგულირებთ და მოვასწერიგებთ. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი სამუშაოები მთელ ქალაქში მიმდინაროებს. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ერთდროულად ამ მასშტაბის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბოლო წლების განმავლობაში არ განხორციელებულა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერთან ერთად, საგზაო სამუშაოები მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა, სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა და სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა მარიამ ჯაშმა დაათვალიერეს.

„20-25 წლის განმავლობაში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული არ იყო. დავიწყეთ სამუშაოები, საკანალიზაციო სისტემა მთლიანად შეიცვალა და ორფენიანი ასფალტის გზა ეწყობა. საგზაო სამუშაოების დასრულებისთანავე, შიდა ეზოებსაც მოვაწესრიგებთ“, - აღნიშნა კახა გულედანმა.

ლორთქიფანიძის ქუჩაზე მდებარე N20-22-24 კორპუსების მიმდებარედ, ასფალტობეტონის საფარის კაპიტალური მოწყობა ხორციელდება, რისთვისაც საჭირო ნიშნულამდე გრუნტი უკვე მოიჭრა და ამჟამად, ბალასტის ნარევით კონსტრუქციის მოწყობა ხდება.

სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის ორფენიანი საფარი 4600 კვ.მ ფართობზე დაიგება და ბორდიური მოეწყობა. აღნიშნულ ქუჩაზე წყლისა და წყალარინების ქსელი გასულ წელს უკვე მოწესრიგდა.

საგზაო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 230 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები ივლისის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც, N20 კორპუსის ეზოს კეთილმოწყობა იგეგმება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს