ფილარმონიასთან გუშინ დაჭრილი 16 წლის მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია. როგროც „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს, პაციენტს გაუკეთდა ოპერაციული ჩარევა და მკურნალობას საავადმყოფოს ქირურგიულ დეპარტამენტში განაგრძობს. მას გამჭოლი ჭრილობა აღენიშნებოდა. საავადმყოფოში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.
მოზარდი კლინიკაში გუშინ ღამით მიიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მას დაზიანებები მხრის და ფეხის არეში ბასრი საგნით ჰქონდა მიყენებული.
რას ამბობენ ინგოროყვას კლინიკაში, სადაც ფილარმონიასთან დაჭრილი 16 წლის მოზარდს ოპერაცია ჩაუტარდა