ირაკლი კობახიძე - გუნდში მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციაზე მსჯელობისას სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღებაზე საუბარი არ ყოფილა

გუნდში მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციაზე მსჯელობისას სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღებაზე საუბარი არ ყოფილა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, საუბარი იყო მინისტრის მოადგილის დონის გამოკვეთაზე და მათთვის კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრაზე. კობახიძის მტკიცებით, განხილვების დროს მთავრობაში რამე ახალი თანამდებობის შემოღებაზე საუბარი არ ყოფილა.

"ჩვენ გვქონდა ზოგადი დისკუსია. აქ არ იყო დისკუსია სახელმწიფო მდივანზე ან რამე კონკრეტულ თანამდებობაზე თუ რგოლის დამატებაზე. საუბარია იმაზე, რომ მსხვილი სამინისტროების პირობებში ხომ არ არის მიზანშეწონილი მეორე დონის, ეს არის მინისტრის მოადგილის დონის გამოკვეთა და მათთვის კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრა. ეს არის ზოგადი ინიციატივა, რომელზეც მსჯელობა გრძელდება", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მთავრობის სტრუქტურის შეცვლა, მინისტრისა და მოადგილეების მხრივ ამ ეტაპზე არ განიხილება. "ჩვენ ვრჩებით იმ სტრუქტურაში, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი მთავრობაში. ეს არის მინისტრი და მინისტრის მოადგილე. იქ რამე მოდიფიკაცია თუ განხორციელდება, ამაზე გუნდი იმსჯელებს და იქნება მიღებული გადაწყვეტილება. რამე დამატებითი რგოლის გაჩენაზე მთავრობის სტრუქტურაში საუბარი არაა. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ მაქსიმალურად რაციონალური იყოს მთავრობაში სტრუქტურა და ამ პრინციპით ვიმოქმედოთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა