კომპანია „სვეტის“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე გაგრძელდა

კომპანია „სვეტის“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე გაგრძელდა. კომპანია „სვეტის“ პიარ მენეჯერის, თემურ კენკებაშვილის თქმით, კომპანიის მფლობელებთან ის მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რათა მენაშენეებთან შეხვედრა დაეგეგმა. კომპანიის საქმიანობით დაზარალებულებმა კი პიარ მენეჯერის განცხადებებს აბსურდული უწოდეს. ისინი მშენებლობის გაგრძელებას ან საკუთარი თანხის უკან დაბრუნებას მოითხოვენ.

„დამირეკა კომპანიის დირექტორმა, რომელმაც მთხოვა, რომ გამეღო ორი კაბინეტი, რომლებშიც სხვათა შორის, ჩვენ გუშინ ტელევიზიების თანდასწრებით ჩავკეტეთ საბუთები. რაც შემიძლია ვთქვა, ეს არის ის, რომ შემოსული არიან სასამართლო განჩინების საფუძველზე. რამდენიმე მენაშენესთან ერთად შედგა ჩემი კომუნიკაცია მათსა და კომპანიის დირექტორს შორის, რომელმაც გვითხრა, რომ უნდა შემდგარიყო მობილური ჯგუფი და ამ ჯგუფს შეხვდებოდა კომპანიის ხელმძღვანელობა“, – განაცხადა კენკებაშვილმა.

აქციაზე მყოფი დაზარალებული პაპავას თქმით, არანაირი შეხვედრა დაგეგმილი არ არის. მან ეჭვი გამოთქვა, რომ დამფუძნებელი ოფისში იმყოფება და უკანა კარით დატოვა ტერიტორია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა