შსს-ს ინფორმაციით, პანკისელმა ბესლან წუწაშვილმა, რომელსაც ოჯახი 16 დღე ეძებდა, საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა

პანკისელმა ბესლან წუწაშვილმა, რომელსაც ოჯახი 16 დღე ეძებდა, საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ბესლან წუწაშვილი საქართველოში იმყოფება და მას გამოსაკითხად პოლიციაში დაიბარებენ.

წუწაშვილის ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ოჯახის წევრები არ ფლობენ. დედის, ლეილა უმაროვას თქმით, მას შვილთან კონტაქტი არ ჰქონია და მისი დაბრუნების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვს.

როგორც ცნობილია, ბესლან წუწაშვილი ჩეჩნეთში 6 ივნისს დაღესტნელ მეგობრებთან ერთად გაემგზავრა. თუმცა დედა ლეილა უმაროვა აცხადებდა, მას შვილი აღარ უკავშირდებოდა და სწორედ მისმა მეგობრებმა შეატყობინეს, რომ წუწაშვილი რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის შემდეგ, ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს. ამის გამო უმაროვამ შსს-ს და „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტს განცხადებით მიმართა.

პანკისელმა ბესლან წუწაშვილმა, რომელსაც 16 დღე ეძებდნენ, საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა - შსს-ს ინფორმაცია

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო