პარლამენტის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას უმრავლესობა უახლოეს ორ დღეში მიიღებს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას უმრავლესობა უახლოეს ორ დღეში მიიღებს.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე პოზიციები 13-დან 10 სამინისტრომდე შემცირებაზეა შეჯერებული. კობახიძის თქმით, უმრავლესობასა და პრემიერს შორის კონსულტაციები დღესაცაა დაგეგმილი.

"საუბარია 14 მინისტრის არსებობის ნაცვლად 11 მინისტრის არსებობაზე. შესაბამისად, მთავრობაში 13 სამინისტროს ნაცვლად იქნება 10 სამინისტრო. ეს არის ამ ეტაპზე ჩვენი კონსულტაციების შედეგი. ეს კონსულტაციები გრძელდება და საბოლოოდ ხვალ-ზეგ გამოიკვეთება გუნდში რეორგანიზაციასთან დაკავშირებით პოზიცია. დღეს გვექნება უმრავლესობასა და პრემიერ-მინისტრს შეხვედრა და უახლოეს ორ დღეში ალბათ უმრავლესობაში საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა