ჟურნალისტებისათვის მედიისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე სემინარი გაიმართა

კაჭრეთის „ამბასადორში“ 22-23 ივნისს ჟურნალისტებისათვის მედიისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ორდღიანი სემინარი გაიმართა. სემინარი პროექტის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის კომისიის მხარდასაჭერად“ ინიციატივით ჩატარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სემინარის ორგანიზატორებმა განუცხადეს, მასში თხუთმეტი სხვადასხვა სატელევიზიო, ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენელი მონაწილეობდა. დისკუსია ეხებოდა მედიის როლს გენდერული თემების გაშუქების საკითხებში. მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მედიის მხრიდან გენდერულად სენსიტიური თემების სწორად წარმოჩენა. ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ თემების სწორად გაშუქება და გენდერულად სენსიტიური ნეგატიური სტერეოტიპების პრევენცია.

სემინარში მონაწილეობდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი დეა გოშხეთელიანი, რომლის ისტორიაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სწორედ მედიის მხრიდან აქტიური გაშუქების შედეგად. მისი ისტორიის განხილვისას, იმსჯელეს, თუ რა როლი აქვს მედიას გენდერულად სენსიტიური თემების სწორად გაშუქების კუთხით. „ოჯახური ძალადობის თემების განხილვა ჟურნალისტებთან მნიშვნელოვნად საჭიროა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ჩემს მსგავსად ოჯახური ძალადობის მსხვერპლია,“ - თქვა დეა გოშხეთელიანმა.

ასევე, გენდერულად სენსიტიური თემების გაშუქების კუთხით, ესპანური გამოცდილება გაუზიარა ჟურნალისტებს ამ სემინარისთვის სპეცალურად მოწვეულმა ექსპერტმა მარია ჯეზუს ორტიზმა, რომელიც მედიისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ესპანეთის ეროვნული ობსერვატორიის დირექტორია.

პროექტი – „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის კომისიის მხარდასაჭერად“ დაიწყო 2017 წლის ოქტომბერში და დასრულდება 2019 წლის მაისში. მთავარი კონტრაქტორი არის NIRAS შვედეთი და კონსორციუმის წევრი CPM. გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია არის პროექტის მთავარი პარტნიორი და ასევე მისი ბენეფიციარი. პროექტის პარტნიორები არიან: ფინანსთა სამინისტრო; შინაგან საქმეთა სამინისტრო; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; განათლების სამინისტრო; იუსტიციის სამინისტრო; საქსტატი; საქართველოს პროკურატურა; ადგილობრივი მუნიციპალიტეტები; მედია და სამოქალაქო სექტორი. პროექტის სამიზნე რეგიონებია: თბილისი, გორი, ზესტაფონი

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას ეფექტიანად განახორციელონ გენდერული მეინსტრიმინგი საჯარო მმართველობაში.

პროექტი შედგება ოთხი ძირითადი კომპონენტისგან: ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერება მონაწილეობითი მიდგომის გზით; სქესის მიხედვით სეგრეგირებულ მონაცემთა შეგროვების ხელშეწყობა; ცოდნის ამაღლება გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების კუთხით; საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და კომუნიკაციის გაძლიერება პარტნიორებს შორის.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს