„გირჩის“ ყრილობა მწვადის შეწვის და მუსიკის ფონზე მიმდინარეობს

თან მწვადს ვწვავთ, თან ყრილობა გვაქვს, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. ამ წუთებში "გირჩის" ოფისში ყრილობა არაფორმალურ გარემოში იმართება.

ოფისის ეზოში "გირჩის" მხარდამჭერები მუსიკის ფონზე მწვადებს წვავენ. "დღეს გვაქვს "გირჩის" ყრილობა, რომ მოვაგვაროთ რაღაც ფორმალური საკითხები. InterPressNews.Geსახელმწიფოსთან გვაქვს რაღაც ვალდებულებები, მათ შორის დაკომპლექტებული უნდა გვყავდეს პარტიის მმართველი ორგანოები, რომელსაც ვადა გაუვიდა დაახლოებით ორი თვის წინ. დღეს მოხდება პოლიტსაბჭოს წევრების დამტკიცება, თავმჯდომარის არჩევა, სარევიზიო კომისიის დამტკიცება. ესაა მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობები. "გირჩის" შემთხვევაში ამას განსაკუთრებული შინაარსი ნამდვილად არ აქვს. გარდა ამისა, "გირჩის" წევრების სურვილი იყო, ერთად მწვადები შეგვეწვა, შესაბამისად, დავამთხვიეთ მწვადების შეწვა. ამიტომ გვაქვს ასეთი გარემო, თან მწვადს ვწვავთ, თან ყრილობა გვაქვს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა