სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ბიზნესომბუდსმენთან ერთად კახეთში ბიზნეს-სექტორთან შეხვედრა გამართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ბიზნესომბუდსმენთან ერთად რეგიონულ ბიზნეს-სექტორთან შეხვედრებს განაგრძობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, შესაბამისი ღონისძიება 22 ივნისს კახეთში, თელავის რაიონში გაიმართა. ჩატარებული ღონისძიება საინფორმაციო ხასიათის იყო. ბიზნესომბუდსმენმა ადგილობრივ ბიზნეს-სექტორს საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა, შემდეგ კი შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და რეგიონული ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ პრობლემური საკითხების შესახებ კითხვები დაესვათ.

რეგიონული შეხვედრები იმ მემორანდუმის ფარგლებში იმართება, რომელიც აპრილში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ბიზნესომბუდსმენს შორის გაფორმდა. ანალოგიური ხასიათის შეხვედრები უკვე გაიმართა ახალციხეში, ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ქუთაისსა და გორში. გაფორმებულ დოკუმენტში გაწერილი პირობების შესაბამისად, შეხვედრების ორგანიზებაში რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატები ჩაერთნენ. მემორანდუმის მიხედვით საქართველო რეგიონებში ბიზნეს წრეებთან კომუნიკაციაში ბიზნესომბუდსმენს სწორედ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა შეუწყობს ხელს.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ბიზნესომბუდსმენის აპარატთან სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს. ირაკლი ლექვინაძემ ამ თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ ბიზნესთან პირველი შეხვედრა სწორედ პალატის ხელშეწყობით გამართა, რომელსაც პალატის წევრი 100-მდე კომპანია ესწრებოდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს