საქართველოს პრეზიდენტი ტალინში ესტონეთის გამარჯვების დღის აღლუმს დაესწრო

ესტონეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის გამარჯვების დღის აღლუმს დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ესტონელი ხალხი 23 ივნისს ესტონეთის შეიარაღებული ძალების გამარჯვების დღეს 1919 წლიდან აღნიშნავს. წელს სამხედრო აღლუმს საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ისლანდიის პირველი პირიც ესწრებოდა.

სიტყვით გამოსვლისას ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ ყურადღება გაამახვილა საერთო ღირებულებების მქონე ქვეყნების ერთობლივი და კოორდინირებული ძალისხმევის აუცილებლობაზე საერთო უსაფრთხოებისა და მშვიდობის დასაცავად.

აღლუმს ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო