ქობულეთში ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, წელს ზაფხულის სეზონის ოფიციალური გახსნა კინტრიშის ხეობიდან დაიგეგმა

ქობულეთის ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, წელს ზაფხულის სეზონის ოფიციალური გახსნა კინტრიშის ხეობიდან დაიგეგმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, კინტრიშის ხეობა აჭარაში ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. კინტრიშის ხეობას სტუმრობდნენ ასევე ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, გიდები და უცხოელი ტურისტები.

ცხემვანის ვიზიტორთა ცენტრის ტერიტორიაზე ადგილობრივი კულინარიული და ეთნოგრაფიული გამოფენები მოეწყო, ასევე გაიმართა სპორტული შეჯიბრებები, მუსიკალური პერფორმანსები ეთნო ჯაზ-ბენდ „სტუმრების“ მონაწილეობით და ტურისტებისთვის საინტერესო სხვადასხვა აქტივობა. კინტრიშის ხეობა გამოირჩევა არა მხოლოდ ბუნების მრავალფეროვნებითა და სილამაზით, არამედ ისეთი კულტურული ღირსშესანიშნაობებით, როგორებიცაა წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი და უძველესი ღვინის ქვევრები.

ზურაბ პატარაძის თქმით, კინტრიშის ხეობას უდიდესი პოტენციალი გააჩნია ტურიზმის მიმართულებით. „მნიშვნელოვანია, მსგავსი ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობა. ქობულეთი მართლაც უნიკალურ საკურორტო ზონას წარმოადგენს, სადაც ზღვა და მთა ერთნაირად მიმზიდველია და დასვენებისთვის საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა