ირაკლი კობახიძე - ინიციატივაზე, რომლითაც დისციპლინური დევნა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებზეც უნდა გავრცელდეს, მსჯელობა არ ყოფილა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილის ინიციატივაზე, რომლითაც დისციპლინური დევნა საბჭოს არამოსამართლე წევრებზეც უნდა გავრცელდეს, მსჯელობა არ ყოფილა.

როგორც კობახიძემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გარკვეული ინიციატივა ამაზე გაჟღერდა და ამ თემაზე გადაწყვეტილებას პარლამენტი კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.

„ჩვენ ამაზე არ გვიმსჯელია და ამიტომ გამიჭირდება რამე კომეტარის გაკეთება. იყო გარკვეული ინიციატივა, რომელზეც არც გვიმსჯელია. მომავალში იქნება განხილვა. მე არ ვარ უფლებამოსილი, რომ ერთპიროვნულად მივიღო რამე გადაწყვეტილება, მით უმეტეს ასეთ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით. შედგება კონსულტაციები და იმის მიხედვით, თუ რა შედეგს გამოიღებს ეს კონსულტაციები, მიიღებს პარლამენტი ბუნებრივია გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, რომლებიც საბჭოში პარლამენტის ან პრეზიდენტის მიერ არიან დანიშნული, თანამდებობიდან შესაძლოა თავად საბჭომ გაათავისუფლოს. ამის საფუძველი კი ის ინიციატივა გახდეს, რომელიც საბჭოს წევრების ნაწილმა წარადგინა და რომლითაც დისციპლინური პასუხისმგებლობა საბჭოს არამოსამართლე წევრებზეც უნდა გავრცელდეს.

ინიციატივის თანახმად, საბჭოს ყველა წევრზე უნდა დაწესდეს ერთიანი დეონტოლოგიური ვალდებულებები, რომელთა დარღვევა მიიჩნევა დისციპლინურ გადაცდომად და საბჭოს წევრს შეეფარდება დისციპლინური სახდელი, მათ შორის დარღვევის სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, თანამდებობიდან გათავისუფლებაც. საბჭოს წევრებს, ასევე, უნდა შეეზღუდოთ აშკარა უხამსობისა და ცილისწამების ტირაჟირების შესაძლებლობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო