ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ მართლმსაჯუოლების რეფორმის ახალ ტალღასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე სრული კონსენსუსი იქნება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ მართლმსაჯუოლების რეფორმის ახალ ტალღასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე სრული კონსენსუსი იქნება. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განუცხადა, სამუშაო ჯგუფში ძირითად საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია. მისი თქმით, კანონპროექტი საბოლოო სახეს სავარაუდოდ უკვე მომდევნო შეხვედრის შემდეგ მიიღებს.

„დისციპლინურ საკითხებთან დაკავშირებით და ზოგადად სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით დისკუსიები გრძელდება. კიდევ ერთხელ განვიხილეთ დეტალებში უკვე რეგულაციები, რომელიც ემატება საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონს. ძირითად საკითხებთან დაკავშირებით არის შეთანხმება. არის ასევე რამდენიმე საკითხი, რომელზეც კონსულტაციები გაგრძელდება და შემდეგ შეხვედრაზე, ჩვენ უკვე საბოლოოდ ჩამოვაყალიბებთ იმ კანონპროექტს, რომელიც იქნება პარლამენტში ინიცირებული. მე ვფიქრობ საბოლოოდ იქნება მიღწეული სრული კონსენსუსი მთლიანად კანონთან დაკავშირებით. ამის საფუძველს მაძლევს ის კონსულტაციები, რომელიც დღემდე შედგა ამ დოკუმენტთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება საკითხებს, რომელზეც ამ ეტაპზე სამუშაო ჯგუფში პოზიციები არაა შეჯერებული, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არის რამდენიმე კონკრეტული საფუძველი, რომელზეც მსჯელობა გრძელდება.

„არის კონკრეტული საფუძვლები დისციპლინური პასუხისმგებლობის. ასევე არის საკითხები, რომელიც ეხება სახვადასხვა თემას, მათ შორის საქმეთა განაწილებაზე იყო საუბარი. ამ საკითხებზე მსჯელობა გრძელდება. ასევე გრძელდება მსჯელობა ფორმულირებებზე და დარწმუნებული ვარ, აქაც ერთიან პოზიციაზე შევჯერდებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო