მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელების მეშვეობით მოქალაქეებს ისეთი სისტემის შექმნას სთავაზობს, რომელიც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელების მეშვეობით მოქალაქეებს ისეთი სისტემის შექმნას სთავაზობს, რომელიც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ. მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ასეთი ქსელის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს. იგი განმარტავს, თუ რაში დაეხმარება ადამიანებს ასეთი ქსელის შექმნა.

მისივე თქმით, „ფეისბუქის“ ქართულ ქსელებში 1,200 მლნ ადამიანია რეგისტრირებული. ახალგაზრდობის დიდი ნაწილი კი „ფეისბუქზე“ არ შედის და სხვა სოციალური ქსელებით სარგებლობს.

„არის ათასგვარი ახალი საშუალება „ფეისბუქის“ გარეშე ერთმანეთთან ურთიერთობის. ტელევიზია საერთოდ უიმედოდ ძველდება. ყველაფერი იცვლება თანამედროვე მსოფლიოში. თუ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთთან ურთიერთობა ამ სივრცეში, რატომ არ შეგვიძლია ჩვენ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება იმავე სივრცეში?! ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, სადაც ადამიანმა თუ დაუშვა შეცდომა ან ვიღაცამ მოატყუა: პარლამენტარმა, პრემიერ მინისტრმა, ოლიგარქმა, სააკაშვილმა ან ნებისმიერმა სხვამ, მას უნდა ჰქონდეს საშუალება, ეს შეცდომა იმავე წუთს გამოასწოროს. თანამედროვე სოციალური ქსელები ამის საშუალებას იძლევა. ყველაფერი არის ძალიან მარტივი. მე გთავაზობთ, შემოვიღოთ ისეთი სისტემა და მივიღოთ ცვლილებები კონსტიტუციაში, რომლის თანახმადაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, 18 წელს მიღწეულს შეეძლება: ჯერ ერთი, ნებისმიერი კანონპროექტი გამოიხმოს პარლამენტიდან და თვითონ მიიღოს ამ კანონპროექტზე გადაწყვეტილება. არა ბესელიამ, არა კობახიძემ, არა რომან გოცირიძემ, არა მელიამ, არა ბოკერიამ, არამედ ნებისმიერმა საქართველოს მოქალაქემ გამოიხმოს კანონპროექტი, რომელიც მას ეხება. მაგ., კანონპროექტი განათლების სისტემაზე, უფასო თუ ფასიან განათლების სისტემაზე, ჯანდაცვაზე და თავად მიიღოს ამ საკითხებზე გადაწყვეტილება. ეს არის პირველი. მეორე, ნებისმიერ არსებულ კანონში შეიტანოს ცვლილება, თუ შეაგროვებს 50 ათას ხელმოწერას, დაიწყოს კანონპროექტის განხილვა და შემდეგ ხმათა უმრავლესობით შეიტანოს ცვლილება და მესამე, ნებისმიერი თანამდებობის პირი მოხსნას, ნებისმიერი ორგანო დაითხოვოს რიგგარეშედ, თუ შეგროვდება საკმარისი რაოდენობის ხმები. ამ პირობებში ჩვენ აღარ ვიქნებით დამოკიდებული ჩინოვნიკებზე ან ჩინოვნიკის უკან მდგომ ოლიგარქზე, ან სხვა ნებისმიერზე ან მათ ხუშტურებზე. ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე ვეღარავის დავაბრალებთ ჩვენს უბედურებას. ასეთ შემთხვევაში აღარც ქუჩაში გამოსვლა დაგვჭირდება, მოთხოვნა და შეტაკებები“, – აცხადებს სააკაშვილი. ექსპრეზიდენტის თქმით, მისი მიზანია ხელისუფლება გამოართვას ივანიშვილს და მისცეს მათ იმ მექანიზმების გამოყებით, რომლის შესახებაც ვიდეოჩანაწერში საუბრობს. საქართველო ამ ყველაფრის ნოვატორი იქნება, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა