ეკა ბესელია - პრემიერისა და უმრავლესობის წევრების შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი დევნილთა სამინისტროსთან დაკავშირებული ახალი იდეა იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ეკა ბესელიას ინფორმაციით პრემიერისა და უმრავლესობის წევრების შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი ის ახალი იდეა იქნება, რომელიც დევნილთა სამინისტროს ეხება. ბესელიას ინფორმაციით, მცირე მთავრობის იდეისა და სტრუქტურულ შერწყმაზე კონცეპტუალურ დონეზე კონსენსუსი მიღწეულია.

"ძალიან ახლოს ვართ საბოლოო კონსენსუსამდე. კონცეპტუალურ დონეზე მცირე მთავრობის იდეას მხარდაჭერა აქვს, რადგან მთავარი არსი არის ის, რომ ასეთი ტიპის ორგანული შერწყმით მოხდება გადაწყვეტილებების და მართვის კუთხით უფრო სწრაფი, ეფექტიანი და მოქალაქისთვის შედეგზე ორიენტირებული ახალი მოდელის შემოთავაზება. იგივე დევნილთა სამინისტროსთან დაკავშირებით არის ასევე ახალი, საინტერესო იდეა და ამაზე ვიმსჯელებთ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო