საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია, რომელსაც შალვა კიკნაველიძე ხელმძღვანელობს, ვიზიტით თეირანში იმყოფება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრებმა შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ალი ლარიჯანისთან გამართეს.

ალი ლარიჯანიმ საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს.

ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უვიზო რეჟიმი საქართველოსა და ირანს შორის მნიშვნელოვნად აისახა ხალხთაშორის ურთიერთობაზე, ტურიზმსა და ბიზნესის მიმართულებით თანამშრომლობაზე.

ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე დაინტერესდა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებითა და ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებით. მისი შეფასებით, საქართველოსა და ირანს შორის არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პოტენციალი.

მხარეებმა, ასევე, საქართველო-ირანის სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისო კომისიის მუშაობასა და საქმიანობის ეფექტურობაზე ისაუბრეს. ალი ლარიჯანის შეფასებით, კომისიის საქმიანობა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯია.

ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის წევრებს თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში ვანო ზარდიაშვილი, რუსლან გაჯიევი, ცოტნე ზურაბიანი, დიმიტრი მხეიძე და თენგიზ გუნავა შედიან.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო