გია ვოლსკი - ვფიქრობ, პრემიერს უნდა მივცეთ უფლება, რომ თავად წარმოადგინოს კონსულტაციების შეჯამებული ვერსია

ვფიქრობ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს უნდა მივცეთ უფლება, რომ თავად წარმოადგინოს კონსულტაციების შეჯამებული ვერსია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისთან პრემიერ მინისტრისა და უმრავლესობის კონსულტაციების შემდეგ დეპუტატმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

„მთავარი ამოცანა გადაწყვეტილებების რაციონალიზაციაა. სამინისტროების გაერთიანების საფუძველზე იქნება ეს, როგორც უკვე იცით, მაგრამ ამასთან დაკავშირებით არის მთელი სქემა განხილული, თუ რა კონკრეტული შედეგი, რა ნაბიჯები და რა მიმართულებები უნდა განვითარდეს. ძალიან საინტერესო მსჯელობა იყო. პრემიერმა თავისი მოსაზრებები წარმოადგინა. ჩაიწერა უამრავი მოსაზრება, რომელიც ჩვენგან მიიღო. ვფიქრობ, მას უნდა მივცეთ უფლება, რომ თავად წარმოადგინოს შეჯამებული ვერსია. რასაკვირველია, ძირითადი კონტურები უკვე ყველასთვის ნათელია“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს