ნუკრი ქანთარია - პრემიერი კულტურისა და განათლების სამინისტროების გაერთიანების თემაზე დაფიქრდება

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ნუკრი ქანთარიას განმარტებით, პრემიერი კულტურისა და განათლების სამინისტროების გაერთიანების თემაზე დაფიქრდება.

როგორც მან პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და უმრავლესობას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დააფიქსირა პოზიცია იმაზე, თუ რატომ არ უნდა გაერთიანდეს კულტურისა და განათლების სამინისტროები.

"კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ მცირე მთავრობას ვეთანხმები, მაგრამ არა კულტურის სამინისტროს ხარჯზე. შეიძლება კულტურიდან წავიდეს დავუშვათ სასწავლო დაწესებულებები განათლებაში, მაგრამ სახელოვნებო უნდა დარჩეს ცალკე. მოიფიქრებს ამასთან დაკავშირებით პრემიერი. არ იყო კონკრეტული პასუხი. ამ შეთავაზებაზე იფიქრებენ", - განაცხადა ქანთარიამ.

დეპუტატის თქმით, კონსულტაციები სტრუქტურულ ცვლილებებზე აღარ გაიმართება და პრემიერი საზოგადოებას თავად გააცნობს გეგმას, სამინისტროების გაერთიანების შესახებ. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტში ახალ სახეებს, ნუკრი ქანთარიას თქმით, კანდიდატების შერჩევა და მსჯელობა ამის შემდგომი ეტაპია და დღეს ამაზე საუბარი არ ყოფილა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს