გია ვოლსკი - მედიაში სამინისტროების გაერთიანებებთან დაკავშირებით გასულ ინფორმაციას აქვს საფუძველი

სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები აღარ გაგრძელდება, ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული კონსულტაციების შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, პრემიერისადმი სრული მხარდაჭერაა. შეხვედრაზე გარკვეულ საკითხებზე იყო განსხვავებული მოსაზრებები და საუბარი ამიტომ გაუგრძელდათ. შედეგად, კონკრეტულ წინადადებებზე ჩამოყალიბდნენ.

ვოლსკის თქმით, მედიაში სამინისტროების გაერთიანებებთან დაკავშირებით გასულ ინფორმაციას აქვს საფუძველი, თუმცა ამ საკითხზე საუბარი პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა. „მე ბევრი რამე ვიცი, მაგრამ არის გარკვეული იერარქიულობა გარკვეულ თემებთან დაკავშირებით. ეს არის თემა, რომელიც პრემიერ მინისტრის მიერ იქნება უახლოეს პერიოდში წარმოდგენილი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

უმრავლესობის დეპუტატს დეტალები არ დაუკონკრეტებია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა