გია ვოლსკი - ყველა თემაზე პრაქტიკულად შევთანხმდით, საბოლოო გადაწყვეტილებას პრემიერ მინისტრი, სავარაუდოდ, მომავალი კვირის დასაწყისში გამოაცხადებს

სტრუქტურულ ცვლილებებზე საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს პრემიერ მინისტრი, სავარაუდოდ, მომავალი კვირის დასაწყისში გამოაცხადებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული კონსულტაციების შემდეგ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ გადაწყდა, კონკრეტულად რომელ უწყებებს შეეხება სტრუქტურული ცვლილებები. „ახლა თქვენ ყველა ცდილობთ, რომ დამატებით კიდევ რაღაც ინფორმაცია მიიღოთ. ვადასტურებ, რომ ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საინფორმაციო სივრცეში უკვე გამოვიდა: დასახელებებით, გაერთიანებებით, სტრუქტურების შეცვლით, გაყოფის თაობაზეც იყო შეხვედრაზე განხილვის დღის წესრიგში, მაგრამ დღეს მთავარი აქცენტები გაკეთებული იყო თვითონ შედეგებზე, თუ რა ეფექტი ექნება ამას, როგორც ორგანიზაციული, ასევე ფინანსური თვალსაზრისით და რა მნიშვნელობა ექნება კიდევ მომავლისთვის, რათა სოციალურ პროგრამებს კიდევ უფრო მეტი რესურსი დავახარჯოთ. კონკრეტული სტრატეგია, ტაქტიკა, როგორ უნდა განხორციელდეს ეს, ამ დეტალებზე იყო დღეს საუბარი. ყველა თემაზე პრაქტიკულად შევთანხმდით“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ, იყო თუ არა აზრთა სხვადასხვაობა სამინისტროებისა და უწყებების გაერთიანებასთან დაკავშირებით. კერძოდ, კულტურისა და განათლების სამინისტროების გაერთიანების შემთხვევაში. ვოლსკის თქმით, ამაზე პრემიერ მინისტრს ძალიან წონადი არგუმენტი აქვს.

„ძალიან სერიოზული და ძალიან წონადი არგუმენტი აქვს პრემიერ მინისტრს ამასთან დაკავშირებით, რომ კულტურა, განათლება, სპორტი ეს არის თემა, რომელიც ჩვენს მომავალ თაობას ერთად უნდა მიეწოდოს და რომელმაც უნდა განაპირობოს ჩვენი ეროვნული იდენტობის გაძლიერებაც და საერთოდ მომავალი თაობის განვითარება. ეს არის მთავარი საკითხი. ამ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, კითხვის ნიშანი აღარ არის დარჩენილი. თუ რომელიმე საკითხზე დამატებით კიდევ რამე ინფორმაცია გაინტერესებთ, პრემიერ მინისტრი დამატებით ყველაფერზე გაგცემთ პასუხს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2020
ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
პანდემიის დროს გააქტიურებული ქართული სტარტაპი - 0% საკომისიო და უფასო მიტანა 100 დღის განმავლობაში
„კარფურის გათამაშება გრძელდება“ - წინ კიდევ უსასრულო სიურპრიზებით სავსე 2 კვირა გელოდებათ
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის
„შუშხუნა ბაკურიანი“ - სიახლე ბაზრის ლიდერი ბრენდისგან
სერვისი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესს ამარტივებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს (R)