გია ვოლსკი - მედიაში სამინისტროების გაერთიანებებთან დაკავშირებით გასულ ინფორმაციას აქვს საფუძველი

სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები აღარ გაგრძელდება, ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ გუშინ პარტიის ოფისში კონსულტაციების დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, პრემიერისადმი სრული მხარდაჭერაა. შეხვედრაზე გარკვეულ საკითხებზე იყო განსხვავებული მოსაზრებები და საუბარი ამიტომ გაუგრძელდათ. შედეგად, კონკრეტულ წინადადებებზე ჩამოყალიბდნენ.

ვოლსკის თქმით, მედიაში სამინისტროების გაერთიანებებთან დაკავშირებით გასულ ინფორმაციას აქვს საფუძველი, თუმცა ამ საკითხზე საუბარი პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა. „მე ბევრი რამე ვიცი, მაგრამ არის გარკვეული იერარქიულობა გარკვეულ თემებთან დაკავშირებით. ეს არის თემა, რომელიც პრემიერ მინისტრის მიერ იქნება უახლოეს პერიოდში წარმოდგენილი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

უმრავლესობის დეპუტატს დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო