ირაკლი კობახიძე - მთავარი ამოცანაა ის, რომ მაქსიმალურად მოქნილი და მობილური იყოს სამთავრობო სტრუქტურა

მთავარი ამოცანაა ის, რომ მაქსიმალურად მოქნილი და მობილური იყოს სამთავრობო სტრუქტურა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მცირე მთავრობის შექმნის მთავარი მიზნების განმარტებისას განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამ ამოცანის შესრულების პარალელურად მმართველი გუნდი ხარჯების ოპტიმიზაციასა და სხვა საკითხებზეც იმსჯელებს. „მთავარი ამოსავალი წერტილი ამ ეტაპზე არის ის, რომ მართვის სისტემა მაქსიმალურად ეფექტიანი გახდეს და ლოგიკას დაექვემდებაროს ის სისტემა, რომელიც იქნება ჩამოყალიბებული მთავრობაში. კონკრეტული ლოგიკის მიხედვით უნდა განისაზღვროს ის მიმართულებები, რა მიმართულებებშიც შეიქმნება სამინისტროები. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი. რაც შეეხება თვითონ ხარჯების ოპტიმიზაციას და ა.შ. ეს რა თქმა უნდა დისკუსიის საგანია, თუმცა პირდაპირ არ არის დაკავშირებული სამინისტროების რაოდენობა ადმინისტრაციულ ხარჯვებთან. თუმცა, კონსულტაციები გრძელდება და ამასთან დაკავშირებითაც გვექნება მსჯელობა. თავარი ამოცანაა ის, რომ მაქსიმალურად მოქნილი და მობილური იყოს სამთავრობო სტრუქტურა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო