ირაკლი კობახიძე - მინისტრთა კაბინეტში ახალ სახეებზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც პარლამენტი მთავრობის შესახებ კანონში ცვლილებებს შეიტანს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განმარტებით, მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეების გამოჩენაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც პარლამენტიმთავრობის შესახებ კანონში ცვლილებებს შეიტანს. ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ივლისის პირველ კვირაში მოხდება, რის შემდეგაც უკვე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს წარუდგენს.

"მთავრობაში ახალ სახეებზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. კონსულტაციები ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ სტრუქტურასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ჩვენ პირველ რიგში უნდა მივიღოთ კანონი, მთავრობის შესახებ კანონში ცვლილებები და მას შემდეგ, რაც ეს პროცესი დასრულდება და ეს მოხდება ივლისის პირველ კვირაში, სავარაუდოდ, ამის შემდეგ დაიწყება კონსულტაციები თვითონ მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით. ინიციატივა აქ რა თქმა უნდა თავად პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ეკუთვნის. ის წარმოადგენს კონკრეტულ კანდიდატურებს და ამის შემდეგ გვექნება უკვე ჩვენ საპარლამენტო ფორმატში მსჯელობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო