ნუკრი ქანთარია - კულტურისა და განათლების სამინისტროების გაერთიანება იგივეა, რაც ტვინში რომ გული ჩავსვათ - ტვინი უნდა იყოს თავში, გული კი გულის ადგილზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია კულტურის სამინისტროს ხარჯზე სამინისტროების შემცირების წინააღმდეგია, - ამის შესახებ ქანთარიამ „ქართული ოცნების“ ოფისში პრემიერ-მინისტრსა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ქანთარიამ აღნიშნა, ეთანხმება სამინისტროების შემცირებულ რაოდენობას, ოღონდ არა კულტურის სამინისტროს ხარჯზე. „რაც მესმის, თითქოს არის ამაზე საუბარი. სასჯელაღსრულების სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს გაერთიანება უფრო ლოგიკური იქნება, ვიდრე კულტურისა და განათლების. ეს იგივეა, რაც ტვინში რომ გული ჩავსვათ. ტვინი უნდა იყოს თავში, გული კი გულის ადგილზე", - განაცხადა ქანთარიამ.

დეპუტატი მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეების გამოჩენაზე ამ ეტაპზე ვერ საუბრობს და აცხადებს, რომ ჯერ სტრუქტურული ცვლილებები უნდა განხორციელდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო