რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქ ამომრჩევლებს - დასავლეთს 24 ივნისს ერდოღანის მარცხის ნახვა სურს, მზად ხართ დასავლეთს გაკვეთილი ჩაუტაროთ?

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქ ამომრჩევლებს მოუწოდა, 24 ივნისს არჩევნებზე მივიდნენ და მას მხარი დაუჭირონ. ამის შესახებ გამოცემა „ჰურიეთი“ წერს.

„დასავლეთი 24 ივნისის არჩევნებს ელოდება. რისი ნახვა სურთ მათ? - ერდოღანის მარცხის. მზად ხართ დასავლეთს გაკვეთილი ჩაუტაროთ? მე მჯერა, რომ თქვენ მათ ამ გაკვეთილს ჩაუტარებთ“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა რამდენიმე დღის წინ სტამბოლში, მრავალათასიან წინასაარჩევნო მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას.

ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე 24 ივნისს პრეზიდენტობისთვის რეჯეფ თაიფ ერდოღანი („სამართლიანობისა და განვითარების პარტია“), მუჰარემ ინჯე („სახალხო-რესპუბლიკური პარტია“), სელაჰატინ დემირთაში („ხალხთა დემოკრატიის პარტია“), მერალ აქშენერი („კარგი პარტია“), თემელ ქარამოლაოღლუ („ბედნიერების პარტია“) და დოგუ პერინჩეკი („სამშობლო“) იბრძოლებენ. საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად თურქეთში საპარლამენტო არჩევნებიც გაიმართება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს