ირაკლი კობახიძე - ინიციატივაზე, რომლითაც დისციპლინური დევნა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებზეც უნდა გავრცელდეს, მსჯელობა არ ყოფილა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილის ინიციატივაზე, რომლითაც დისციპლინური დევნა საბჭოს არამოსამართლე წევრებზეც უნდა გავრცელდეს, გუშინ მსჯელობა არ ყოფილა.

როგორც კობახიძემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გარკვეული ინიციატივა ამაზე გაჟღერდა და ამ თემაზე გადაწყვეტილებას პარლამენტი კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.

„ჩვენ ამაზე არ გვიმსჯელია და ამიტომ გამიჭირდება რამე კომენტარის გაკეთება. იყო გარკვეული ინიციატივა, რომელზეც არც გვიმსჯელია. მომავალში იქნება განხილვა. მე არ ვარ უფლებამოსილი, რომ ერთპიროვნულად მივიღო რამე გადაწყვეტილება, მით უმეტეს ასეთ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით. შედგება კონსულტაციები და იმის მიხედვით, თუ რა შედეგს გამოიღებს ეს კონსულტაციები, მიიღებს პარლამენტი ბუნებრივია გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, რომლებიც საბჭოში პარლამენტის ან პრეზიდენტის მიერ არიან დანიშნული, თანამდებობიდან შესაძლოა თავად საბჭომ გაათავისუფლოს. ამის საფუძველი კი ის ინიციატივა გახდეს, რომელიც საბჭოს წევრების ნაწილმა წარადგინა და რომლითაც დისციპლინური პასუხისმგებლობა საბჭოს არამოსამართლე წევრებზეც უნდა გავრცელდეს.

ინიციატივის თანახმად, საბჭოს ყველა წევრზე უნდა დაწესდეს ერთიანი დეონტოლოგიური ვალდებულებები, რომელთა დარღვევა მიიჩნევა დისციპლინურ გადაცდომად და საბჭოს წევრს შეეფარდება დისციპლინური სახდელი, მათ შორის დარღვევის სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, თანამდებობიდან გათავისუფლებაც. საბჭოს წევრებს, ასევე, უნდა შეეზღუდოთ აშკარა უხამსობისა და ცილისწამების ტირაჟირების შესაძლებლობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა