„გირჩის“ ყრილობა მწვადის შეწვისა და მუსიკის ფონზე ჩატარდა

თან მწვადს ვწვავთ, თან ყრილობა გვაქვს, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გუშინ პარტიის ოფისში განაცხადა, სადაც ყრილობა არაფორმალურ გარემოში ჩატარდა.

ოფისის ეზოში "გირჩის" მხარდამჭერებმა მუსიკის ფონზე მწვადები შეწვვეს. "დღეს გვაქვს "გირჩის" ყრილობა, რომ მოვაგვაროთ რაღაც ფორმალური საკითხები. სახელმწიფოსთან გვაქვს რაღაც ვალდებულებები, მათ შორის დაკომპლექტებული უნდა გვყავდეს პარტიის მმართველი ორგანოები, რომელსაც ვადა გაუვიდა დაახლოებით ორი თვის წინ. დღეს მოხდება პოლიტსაბჭოს წევრების დამტკიცება, თავმჯდომარის არჩევა, სარევიზიო კომისიის დამტკიცება. ესაა მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობები. "გირჩის" შემთხვევაში ამას განსაკუთრებული შინაარსი ნამდვილად არ აქვს. გარდა ამისა, "გირჩის" წევრების სურვილი იყო, ერთად მწვადები შეგვეწვა, შესაბამისად, დავამთხვიეთ მწვადების შეწვა. ამიტომ გვაქვს ასეთი გარემო, თან მწვადს ვწვავთ, თან ყრილობა გვაქვს", - განაცხადა გუშინ ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო