ირაკლი კობახიძე - ახალ სახეებზე გუნდში მსჯელობა გრძელდება

ახალ სახეებზე გუნდში გრძელდება მსჯელობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის ფორმირებასა და სამთავრობო გუნდში ახალი სახეების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა არსებით და პრინციპულ საკუთხებზე გუნდში თანხმობაა.

"ჯერჯერობით საუბარი გვქონდა რეორგანიზაციაზე. ახალ სახეებზე გუნდში გრძელდება მსჯელობა. უახლოეს მომავალში პრემიერ-მინისტრი მსჯელობის საფუძველზე წარმოადგენს ასე ვთქვათ რეორგანიზაციის ვარიანტს და მას ეყრება კენჭი პარლამენტში. ამის შემდეგ გაგრძელდება დისკუსია მთავრობის პერსონალურ შემადგენლობასთან დაკავშირებით. არსებით და პრინციპულ საკუთხებზე გუნდში თანხმობაა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო: ირაკლი კობახიძე - ახალ სახეებზე გუნდში მსჯელობა გრძელდება

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა