გარბენი „თბილისის“ გამო ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვალა

გარბენი „თბილისის“ გამო ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მერიის ინიციატივით, 24 ივნისს, პირველად იმართება გარბენი „თბილისი“, რომელიც ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას ემსახურება. მარათონში მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის სპორტსმენებსაც.

„გარბენი დაიწყება ვაკის პარკიდან და დასრულდება თავისუფლების მოედანზე, აქედან გამომდინარე 24 ივნისს, ავტობუსები 07:00 საათიდან, ხოლო მიკროავტობუსები 09:00 საათიდან 14:00 საათამდე ვაკის მიმართულებით დროებით შეცვლილი მარშრუტებით მოძრაობენ“, – აცხადებენ მერიაში.

მუნიციპალური ავტობუსები და სამარშრუტო მიკროავტობუსები თამარაშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე მოძრაობენ ყაზბეგისა და პეკინის გამზირების, გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს