თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

შსს დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, 24 ივნისს, „გარბენი-თბილისთან“ დაკავშირებით, ღამის 03:00 საათიდან 14:00 საათამდე დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, მარათონის მიმდინარეობისას კი ეტაპობრივად აიკრძალება.

„აღნიშნული ღონისძიების საორგანიზაციო და სცენის მოწყობის სამუშაოების გამო, 24 ივნისს ღამის 03:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირზე. 24 ივნისს, დილის 09:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება ილია ჭავჭავაძის გამზირზე, პეტრე მელიქიშვილის, მერაბ კოსტავას და შოთა რუსთაველის გამზირებზე. ასევე, ავტომობილთა გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება აღნიშნულ გამზირებთან დამაკავშირებელ ქუჩებზე. მარათონის მიმდინარეობის დროს მძღოლები საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მითითებით ალტერნატიული მარშრუტებით იმოძრავებენ. მარათონის დასრულების შემდეგ ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა