პარლამენტში დღეს პროექტ „სტუდენტური კონგრესის“ დასკვნითი ეტაპი გაიმართება

საქართველოს პარლამენტში დღეს პროექტის - „სტუდენტური კონგრესის“ დასკვნითი ეტაპი გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში “სტუდენტური კონგრესის” გამარჯვებული გამოვლინდებიან. შეხვედრაზე დისკუსიის ფორმატში იმსჯელებენ სტუდენტების ინიციატივებზე და აირჩევენ საუკეთესო გუნდს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით 15-16 ივნისს ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში იმიტირებული საკომიტეტო მუშაობა გაიმართა, სადაც მომზადდა საკანონმდებლო წინადადებები. პროექტში „სტუდენტური კონგრესი“ სხვადასხვა უნივერისტეტის 40 საუკეთესო სტუდენტი მონაწილეობს. მათ დეპუტატებთან ყველა აქტუალური საკითხი განიხილეს. მათ შორის, თბილისში არსებული ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა, ნარკოპოლიტიკა, სასამართლო რეფორმა და შრომითი უფლებები.

პროექტის “სტუდენტური კონგრესის” მიზანია პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

ღონისძიებაში მონაწილეობენ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და წევრები: მამუკა მდინარაძე, კახა კუჭავა, ირაკლი სესიაშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს