შსს-ს გამომძიებლებმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე დამატებითი გადამზადების კურსი გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ინიციატივით და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, სამინისტროს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით სპეციალიზებულმა 50-მდე გამომძიებელმა დამატებითი გადამზადების 5-დღიანი კურსი გაიარა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, პირველ ეტაპზე, განგრძობითი სპეციალიზაციის ტრენინგისთვის გამომძიებლები იმ ქალაქებიდან და რაიონებიდან შეირჩა, სადაც არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. გადამზადების კურსი ორიენტირებული იყო როგორც კანონთან კონფლიქტში მყოფ, ასევე დანაშაულის მსხვერპლ და მოწმე ბავშვებზე. სწავლება როგორც შიდა და საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებს, ასევე ბავშვებთან ურთიერთობის ფსიქოლოგიურ ასპექტებს მოიცავდა.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში ჩართულ უწყებებს შორის კოორდინაციის გაზრდის მიზნით, ტრენინგში ასევე მონაწილეობდნენ სასამართლოს, პროკურატურის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, მანდატურის სამსახურის, იურიდიული დახმარების სამსახურისა და სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლები, რომლებმას ამ მიმართულებით პრაქტიკაში არსებული გამოწვევები განიხილეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია უწყებაში სპეციალიზაციის მაღალი სტანდარტის დანერგვა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე სპეციალიზებული გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო