დონალდ ტრამპი - კიმ ჩენ ინთან მიღწეული შეთანხმების რეალიზება დაწყებულია

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სინგაპურში კიმ ჩენ ინთან მიღწეული შეთანხმების რეალიზება უკვე ხდება, რაც კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციას უკავშირდება. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ამერიკული კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„პროცესი უკვე დაიწყო და ჩრდილოეთ კორეასთან შემდგომ მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ“, - განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, უკვე მნიშვნელოვანია, რომ იაპონიის თავზე აღარ დაფრინავენ ჩრდილოკორეული რაკეტები და აღარ ხდება ბირთვული გამოცდები.

„ბოლო შვიდი თვის განმავლობაში არ განხორციელებულა არც ერთი სარაკეტო გამოცდა. ისინი ახორციელებენ თავისი ბირთვული და სარაკეტო პოლიგონების დემონტაჟს. ლიკვიდირებულია პოლიგონი, სადაც ბალისტიკური რაკეტების გამოცდა მიმდინარეობდა“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მას ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.

„ის ჭკვიანი, ხისტი მომლაპარაკებელია. ის ხედავს, რომ ჩრდილოეთ კორეას შეიძლება ჰქონდეს საუკეთესო მომავალი. ჩვენ გვინდა, რომ ჩრდილოეთ კორეას არ ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ახლა მოვლენები იმაზე სწრაფად ვითარდება, ვიდრე ეს შეიძლებოდა ვინმეს წარმოედგინა. მანამდე კი, ვიდრე მე ამირჩევდნენ პრეზიდენტად, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ჩრდილოეთ კორეასთან ომში ჩაბმას ვაპირებდით, რაც 50 მილიონი ადამიანის სიკვდილს გამოიწვევდა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო