გია გაჩეჩილაძე - ეკონომიკური ზრდის პირობებში გამოთავისუფლებული თანხები ღარიბი ოჯახების ბავშვების დაფინანსებას მოხმარდება

ეკონომიკური ზრდის პირობებში გამოთავისუფლებული თანხები ღარიბი ოჯახების ბავშვების დაფინანსებას მოხმარდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს, პრემიერ-მინისტრსა და უმრავლესობას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა. იგი ამ ეტაპზე ზუსტ თანხებს ვერ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ დახმარებების მოცულობა საკმაოდ დიდი იქნება.

"მცირე მთავრობის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეკონომიკური ზრდის პირობებში, უკვე გამოთავისუფლებული თანხები მთლიანად წავა უღარიბესი ოჯახების ბავშვების დაფინანსებაზე. ციფრებს ამჟამად ვერ გეტყვით, თუმცა საკმაოდ სერიოზული სოციალური დახმარება წავა ოჯახებზე, სადაც 0 და მეტი წლის ბავშვები არიან", - აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო