კაჭრეთში სემინარი „მედია და გენდერული თანასწორობა“ გაიმართა

კაჭრეთში, ჟურნალისტებისათვის თემაზე „მედია და გენდერული თანასწორობა“ორდღიანი სემინარი გაიმართა, რომელშიც თხუტმეტი სხვადასხვა სატელევიზიო, ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. დისკუსია ეხებოდა მედიის როლს გენდერული თემების გაშუქების საკითხებში.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მედიის მხრიდან გენდერულად სენსიტიური თემების სწორად წარმოჩენა; ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ თემების სწორად გაშუქება და გენდერულად სენსიტიური ნეგატიური სტერეოტიპების პრევენცია.

სემინარში მონაწილეობა მიიღო ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა დეა გოშხეთელიანმა, რომლის ისტორიაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სწორედ მედიის მხრიდან გაშუქების შედეგად. მისი ისტორიის განხილვისას, იმსჯელეს თუ რა როლი აქვს მედიას გენდერულად სენსიტიური თემების სწორად გაშუქების კუთხით. „ოჯახური ძალადობის თემების განხილვა ჟურნალისტებთან მნიშვნელოვნად საჭიროა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ჩემს მსგავსად ოჯახური ძალადობის მსხვერპლია“, - თქვა დეა გოშხეთელიანმა.

ასევე გენდერულად სენსიტიური თემების გაშუქების კუთხით, ესპანური გამოცდილება გაუზიარა ჟურნალისტებს, ამ სემინარისთვის სპეციალურად მოწვეულმა ექსპერტმა მარია ჯეზუს ორტიზმა, რომელიც მედიისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ესპანეთის ეროვნული ობსერვატორიის დირექტორია.

სემინარი პროექტის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის კომისიის მხარდასაჭერად“ ინიციატივით გაიმართა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს