პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მიიღებს მონაწილეობას

პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას.25-29 ივნისს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია გაიმართება.

სესიას საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, დაესწრება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

„საპარლამენტო ასამბლეის სესიის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები მონაწილეობას მიიღებენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნებში. გამართავენ ორმხრივ შეხვედრებს ევროპელ კოლეგებთან და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან, სადაც დეპუტატები საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ. დელეგაციის წევრები ასევე მონაწილეობას მიიღებენ ასამბლეის კომიტეტების, პოლიტიკური ჯგუფების სხდომებსა და ასამბლეის სესიაზე სხვადასხვა თემებზე გამართულ დებატებში“, - ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საზაფხულო სესიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, ეკა ბესელია, ნინო გოგუაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო