კახა კალაძემ გარბენში „თბილისი“ მიიღო მონაწილეობა

დედაქალაქის მერიის ინიციატივით, პირველად გაიმართა გარბენი “თბილისი“, რომელშიც თბილისის მერმა კახა კალაძემ მიიღო მონაწილეობა. კახა კალაძის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებებები, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება, მომავალშიც გაგრძელდება.

„ჩვენი დღევანდელი ღონისძიება ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვასა და მის პოპულარიზაციას ემსახურებოდა. ეს არ იქნება ერთჯერადი ღონისძიება. ჩვენ მოსახლეობას შევთავაზებთ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებას, რომ ყველა ადამიანს გავაგებინოთ, რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი, ჯანსაღი ცხოვრება. მიხარია, რომ ღონისძიებაზე ამდენი ხალხი მოვიდა, ყველა თაობის წარმომადგენელი. მომდევნო დღეებისა და კვირების განმავლობაში მოსახლეობას კიდევ სხვა სახის სპორტულ ღონისძიებებსაც შევთავაზებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერთან ერთად, გარბენში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, მერის მოადგილეები, თბილისის სხვადახვა რაიონების გამგებლები, მთავრობისა და დედაქალაქის საკრებულოს წევრები, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და პროფესიონალი სპორტსმენები მონაწილეობდნენ. გარბენი ვაკის პარკიდან დაიწყო და თავისუფლების მოედანზე დასრულდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გარბენი „თბილისი“ დედაქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას ემსახურებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო