ბათუმში, არდაგანის ტბაში ცხედრის სამძებრო სამუშაოები შეწყდა

ბათუმში, არდაგანის ტბაში ცხედრის სამძებრო სამუშაოები შეწყდა. ძიების შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ტბაში ცხედრის არსებობის შესახებ შესული ინფორმაცია არ დადასტურდა. მაშველებმა არდაგანის ტბაში მხოლოდ ხელთათმანი იპოვეს.

„სამძებრო სამუშაოები გუშინ დაიწყო. რამდენიმე წუთის წინ იპოვეს ხელთათმანი. გავრცელებული ფოტო სწორედ ამ ხელთათმანის არის. სამძებრო სამუშაოები ამჟამად უკვე დასრულებულია“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ბათუმში, არდაგანის ტბაში სამაშველო ბრიგადები ცხედარს გუშინდელი დღიდან ეძებდნენ. ფოტო ტბაში ადამიანის ხელის მსგავსი გამოსახულებით თავდაპირველად „ბათუმელებმა“ გაავრცელეს.

იხილეთ ვიდეო: ბათუმში, არდაგანის ტბაში ცხედრის სამძებრო სამუშაოები შეწყდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა