მოტოციკლის ქურდობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთ ღამის კლუბში მყოფი სტუმრის კუთვნილი მოტოციკლის ქურდობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა.დაკავებულია 1998 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და სხვისი ნივთის დაზიანებისთვის ნასამართლევი რ.გ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 ივნისს, ერთ-ერთ ღამის კლუბში ღონისძიებაზე მყოფი სტუმრის, დ.ლ.-ის კუთვნილი მოტოციკლი ამავე კლუბის მიმდებარე ტერიტორიიდან მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. სამართალდამცველებმა ის მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ცხელ კვალზე დააკავეს. მოპარული მოტოციკლი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე, სატრანსპორტო საშუალება კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება. გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს