რეჯეფ თაიპ ერდოღანი - ამ არჩევნებით თურქეთი დემოკრატიულ რევოლუციას აწყობს

თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა ქვეყანაში მიმდინარე ვადამდელ არჩევნებში საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა. ის საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და სიძესთან - ქვეყნის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან ერთად მივიდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საარჩევნო უბანზე განსაკუთრებით იყო დაცული უსაფრთხოების ზომები.

„ამ არჩევნებს გააჩნია განსაკუთრებულობა. ამ არჩევნების დამსახურებით, თურქეთი აწყობს პრაქტიკულად, დემოკრატიულ რევოლუციას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან კმაყოფილება გამოხატა მოქალაქეთა აქტიურობის გამო და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის 50%-ზე მეტმა ადამიანმა ხმა უკვე მისცა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა